თქვენ იკითხავთ ვინ ვართ და რას ვაკეთებთ. ჩვენ ერთ მუშტად შეკრული გუნდი ვართ, რომელიც ახალი ტექნოლოგიებით ამზადებს მაღალხარისხიან პროდუქტს. ჩვენ ადგილობრივ ბაზარს ვაწვდით კურდღლის ხორცს, ხოლო სელექციონერებს ვთავაზობთ სხვადასხვა ჯიშებს სელექციისათვის.
ჩვენს ქვეყანაში კურდღლის მეურნეობის დიდი შესაძლებლობა არსებობს. კურდღელს სჭირდება მცირე ადგილი და ნაკლები საკვები გადარჩენისთვის. კურდღლის ხორცი შეიცავს ცილის, ენერგიის, კალციუმის და ვიტამინის მაღალ თანაფარდობას, ვიდრე ცხოველების სხვა სახეობებში. სწორედ ამ მიზეზების გამო, ჩვენ საქართველოში შპს ბაჭიას კურდღლის მეურნეობა გავაკეთეთ, რათა ხალხისათვის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი მიგვეწოდებინა.
ჩვენ ვყიდით კურდღლებს მთელს საქართველოში და გვაქვს შესაძლებლობა, რომ უამრავ მარკეტს მოვემსახუროთ.
ფერმაში გაზედილ კურდღლებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა მოიქცნენ ისე, როგორც ბუნებრივ გარემოში, მოიუხედავად იმისა თუ რა სტატუსს ატარებს კურდღელი - შინაური ცხოველი, ლაბორატორიული კურდღლის სახით, თუ ველურ ცხოვრებაში.
ჩვენს კურდღლებს ვკვებავთ მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეულით, სეზონური ბოსტნეულით, ისპანახით, სტაფილოთი, კიტრით, მწვანე ბალახითა და ბოსტნეულის ნარჩენებით. საკვები პროდუქტების მიწოდებასთან ერთად, კურდღლების მოთხოვნილების შესაბამისად, ჩვენ ვაწვდით მათ საკმარის რაოდენობას სუფთა წყალს. ჩვენი კურდღლები სიყვარულით იზრდებიან ბუნებრივ გარემოში.
ჩვენ ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ ადგილობრივ ბაზარზე არსებულ საუკეთესო კურდღლის ჯიშებს.
შეიძლება გაგიკვირდეთ რა უზარმაზარი მრავალფეროვნებაა კურდღლების ჯიშებს შორის. ევროპული ველური კურდღლის შერჩევითმა მოშენებამ გამოიწვია სხეულის ზომების, სტილის, ფერების და ბეწვის უზარმაზარი ცვალებადობა.
კურდღლის ჯანმრთელობის საუკეთესო მაჩვენებელია მადა. ჩვენ გთავაზობთ კურდღლის საკვებს, რომელიც დამზადებულია უახლესი აპარატებით და მარტივი ფორმულით, რომელიც თქვენს კურდღელს ჯანმრთელობას უნარჩუნებს.
ჩვენ გთავაზობთ ჯიშებს, რომელიც საუკეთესოა შინაურ ცხოველად. ცხოველთა მოვლის წესები გამარტივებულია, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ შეინახოთ თქვენი საყვარელი ბოცვერი ჯანმრთელი და ბედნიერი მრავალი წლის განმავლობაში.
ჩვენ გთავაზობთ საუკეთესო პირობებში გამოზრდილ სახორცე ბოცვრებს. ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ ნებისმიერი ზომის შეკვეთა და ყოველთვის მზად ვართ ვითანამშრომლოთ ჩვენს კლიენტებთან, რათა მათი სურვილები დავაკმაყოფილოთ.
დროული ვაქცინაცია და სწორად შერჩეული რაციონი ბოცრის ჯანმრთელობის საწინდარია
პროფესიონალთა გუნდი მუდამ მზადაა დაგეხმაროთ
საავტორო უფლებები 2021 ბაჭია. ყველ უფლება დაცულია. | შექმნილია ბებოს მოერ