Jan 16, 2020
მებოცვრეობის განვითარების პერსპექტივებიაღმძვრელი ვირუსი. ავადდება, ძირითადად, მოზარდი ბაჭია ასხლეტვის 20-25-დღიდან 2 თვემდე. საინკუბაციო პერიოდი 2-4 დღეა. ზრდასრული ბოცვრები იშვიათად ავადდებიან. დაავადებას არ აღენიშნება სეზონურობა.
დასნებოვნების წყაროს წარმოადგენს ავადმყოფი ცხოველი. დაავადების გავრცელებას ხელს უწყობს შენახვის ანტისანიტარიული პირობები, ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებები, მომატებული ტენიანობა, ბოცვრების მჭიდრო შენახვა.
კლინიკური ნიშნები – დაავადების დასაწყისში აღინიშნება პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიწითლე, შემდეგ ენაზე ჩნდება თხელი მოთეთრო აფთები, რომლებიც ერთმანეთს ერწყმის და ქმნის მთლიან ნადებს, ნორმალური ლორწოვანასგან გამოყოფილს მოწითალო არშიით. შემდგომში ენაზე წარმოიქმნება წყლულები. პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანებას თან სდევს ჭარბი ნერწყვდენა.
პროფილაქტიკა და მკურნალობა – ავადმყოფ ცხოველებს უტარებენ იზოლაციას, გალიებსა და ინვენტარს უტარებენ დეზინფექციას იოდზეფის ხსარით 1:50 (100მლ-5ლ წყალთან განზავებით). ავადმყოფ ბოცვრებს მკურნალობენ 3-5 დღის განმავლობაში პრეპარატი პენბექსის ან ამოქსაცილინის 15%-იანი საინექციო ხსნარით. დოზა 1მლ-10კგ ცოცხალ წონაზე გაანგარიშებით.
აღმძვრელია ვირუსი. მიქსომატოზისადმი მგრძნობელნი არიან გარეული და შინაური ბოცვრები. ინფექციის წყაროს წარმოადგენენ მიქსომატოზით დაავადებული და დაავადებაგადატანილი ბოცვრები და კურდღლები.
დაავადების აფეთქებები უფრო ხშირად აღინიშნება ზაფხულში და შემოდგომაზე. ვირუსის ძირითადი გადამტანებია მწერები (კოღოები, მოსკიტები) და ექტოპარაზიტები (ტილები, რწყილები, ტკიპები). ინკუბაციის პერიოდი 2-20 დღეა.
კლინიკური ნიშნები – დაავადება მიმდინარეობს ორი ფორმით: კლასიკური (შეშუპებითი) და კვანძოვანი (ატიპური). ამ დროს ვლინდება ორმხრივი კონიუნქტივიტი, ვლინდება ჩირქოვანი გამონადენი ცხვირის ღრუდან (რინიტი). თავზე, მკერდზე, ზურგზე უჩნდებათ შეშუპებები, რომლებიც ერთმანეთს ერწყმის და ბოცვერს აძლევს მახინჯ ფორმას (გასივებული თავი, ყურები). დაავადება გრძელდება 4-10 დღეს და, ჩვეულებრივ, მთავრდება სიკვდილით. სხეულის ტემპერატურა მატულობს 40-41,5°C-მდე.
პროფილაქტიკა და მკურნალობა – მიქსომატოზის პროფილაქტიკისთვის აუცილებელია ჩატარდეს ვაქცინაცია, რომელიც იწყება ერთი თვიდან და უტარდება ყველა ბოცვერს. ვაქცინაციისთვის გამოიყენება კონბინირებული (მიქსომატოზი და ვირუსული ჰემორაგიული სეპტიცემია) ცოცხალი ვირუსვაქცინა ,,მიქსოჰემოვიროვაკი’’, დოზა 0,5მლ სულზე, ინექცია კუნთში ან კანქვეშ, რევაქცინაცია უტარდებათ სადედე გუნდსა და მამლებს წელიწადში ორჯერ. სახორცე ხაზის მოზარდი იცრება ერთჯერ. მკურნალობა მიქსომატოზის დროს შემუშავებული არ არის.
პრაქტიკული რჩევები
ბებო არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც მუშაობს ბიზნესის დამკვიდრებაზე საქართველოში და შეიმუშავებს პროექტებს შვედეთში, ნორვეგიაში, დიდ ბრიტანეთში, ინდოეთში, ზიმბაბვეში, რუსეთში, ნიგერიაში, სამხრეთ აფრიკაში. ჩვენ გვაქვს ბიზნეს-პროექტები სოფლის მეურნეობაში, საქონლის რეპროდუქციაში, იმპორტში, ექსპორტში, ბიზნეს სტრატეგიაში, მარკეტინგის სტრატეგიაში.
Jan 16, 2020
მებოცვრეობის განვითარების პერსპექტივებიJan 07, 2020
ბოცვრის დაავადებებიDec 20, 2019
ბოცვრის კვებაWe Bring To You - World Class Service, Flexibility, Cost Efficiency, Innovation, Creativity.
We offer to our customers the best spices available in the local market.
ახალი და უნიკალურო მეთოდი მებოცვრეობაში. ჩვენი ბიზნესი შექმნილია სიყვარულით!
საავტორო უფლებები 2021 ბაჭია. ყველ უფლება დაცულია. | შექმნილია ბებოს მოერ