bachia
ბოცვრების კვება Dec 20, 2019

ბოცვრის კვება

ბოცვერი მიეკუთვნება მცენარეული საკვებით მკვებავ ცხოველთა ჯგუფს. ბოცვრის კვებაში ძირითადი ადგილი უკავია ბალახეულ კულტურას (იონჯა, ესპარსეტი) და სწორად დაბალანსებულ კომბინირებულ საკვებ კონცენტრატს.

ბოლო პერიოდში წარმატებით გამოიყენება სრულფასოვანი გრანულირებული საკვები, რომლის შემადგენლობაშიც შედის დაახლოებით 15-17% მშრალი პროტეინი, ვიტამინები, ამინომჟავები, მიკრო და მაკროელემენტები.

გრანულირებული საკვებით ბოცვრის კვება მისაღებია ფერმაში შრომითი ხარჯების შესამსუბუქებლად და დანაკარგის მინიმალურამდე შესამცირებლად. ამ საკვების საბაზრო ფასი მერყეობს 0.9-დან 1.2-ლარამდე.

ხშირად ფერმერები ეკონომიის მიზნით თავად ამზადებენ კომბინირებულ საკვებს, რომელიც 20%-ით უმცირებთ ხარჯებს. ასეთი საკვების ღირებულება 0.7-0.9 ლარს შეადგენს.

  • 10კგ. კომბინირებული საკვების მოსამზადებლად საჭიროა:

ქერი – 3.5კგ, სიმინდი – 2.5კგ, ქატო – 1კგ, ხორბალი –1.6კგ, სოიის შროტი – 0.7კგ, მზესუმზირის კოპტონი – 0.7კგ, დიკალციფოსფატი –50გრ, განასუპერვიტი – 10გრ, ზეთი – 100 მლ.

რაც შეეხება მწვანე მასის საკვებად გამოყენებას, ზაფხულის პერიოში აუცილებელია ბალახის ჩრდილში გაშრობა არანაკლებ 24-საათისა, ნედლი ან სველი ბალახის საკვებად გამოყენების შემთხვევაში შეიძლება ადგილი ჰქონდეს კვებით ინტოქსიკაციას, ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის აშლილობას.

ზამთრის პერიოდში საუკეთესო საკვებად ითვლება ხმელი თივა, რომელიც მოთიბული და დაპრესილი უნდა იყოს აგროვადების მკაცრი დაცვით.

  • მოზარდი ბაჭიის დღიური კვების ნორმა

თივა 50 გ-200გ-მდე; წვნიანი საკვები 150გ-300გ-მდე; კონც. საკვები 30-50 გ.

ბოცვრის წლიური მოთხოვნა საკვებზე კგ-ში სულზე

ბოცვერი

Bebo Holding

ბებო არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც მუშაობს ბიზნესის დამკვიდრებაზე საქართველოში და შეიმუშავებს პროექტებს შვედეთში, ნორვეგიაში, დიდ ბრიტანეთში, ინდოეთში, ზიმბაბვეში, რუსეთში, ნიგერიაში, სამხრეთ აფრიკაში. ჩვენ გვაქვს ბიზნეს-პროექტები სოფლის მეურნეობაში, საქონლის რეპროდუქციაში, იმპორტში, ექსპორტში, ბიზნეს სტრატეგიაში, მარკეტინგის სტრატეგიაში.

  • Bebo Holding
  • Bebo Aquafarms
  • Bebo Aquafarms
  • Bebo Nigeria
  • Bebo India