Jan 16, 2020
მებოცვრეობის განვითარების პერსპექტივებიმსოფლიოში ბოცვრის სახორცე, საბეწვე და დეკორატიული მიმართულების 100-მდე ჯიშია გამოყვანილი. საქართველოში გავრცელებულია, ძირითადად, სახორცე ჯიშები: თეთრი გოლიათი, კალიფორნიული, ახალზელანდიური თეთრი, ნაცრისფერი გოლიათი და სხვ.
თეთრი გოლიათი
ეს ჯიში გამოყვანილ იქნა ბელგიასა და გერმანიაში XIX საუკუნის ბოლოს. ზრდასრული ბოცვრის წონა 4,5კგ – 5,1კგ აღწევს. ტანის სიგრძე 60 სმ-ია, გულ-მკერდის შემოწერილობა 37სმ.
სახორცე მიმართულებით სასაკლაო წონაზე ადის სამი თვის ასაკში და აღწევს 2.6 კგ-ს. ცოცხალ წონას, ხორცის გამოსავალი აღწევს 54%-ს. იძლევა 7-8 ბაჭიას.
ახალზელანდიური თეთრი
ეს ჯიში გამოიყვანეს ამერიკაში. გამოირჩევა მაგარი კონსტრუქციულობით, წვრილი ძვლით, მაღალი მეხორცულობით, საშუალო თავით, მოკლე, თხელი ყურებით, სწორმდგომი; მკერდი ღრმა და ფართო, წელი–განიერი; ფეხები მსხვილი და მაგარი; თათები–მასიური, ბეწვი–ხშირი; შობადობა–6- 10 ბაჭია, წონა–4,5კგ-5კგ-მდე.
სასაკლაო წონაზე ადის სამი თვის ასაკში და აღწევს 2.7კგ ხორცის გამოსავალი 58%.
კალიფორნიული
ეს ჯიში გამოიყვანეს ამერიკაში შინშილასა და ახალზელანდიურის შეჯვარებით. ეს ჯიში გამოირჩევა მსუბუქი ძვლებითა და მაღალი მეხორცულობით, საშუალო თხელი ყურებით, განიერი მენჯის ძვლებით. მოითხოვს კარგ ზოოჰიგიენურ პირობებს.
სასაკლაო წონაზე ადის სამი თვის ასაკში და აღწევს 3 კგ-ს. ხორცის გამოსავალი 52%.
ნაცრისფერი გოლიათი
ამ ჯიშს გარე შეფერილობა ნაცრისფერი მოწითალო ფერის. კარგად ეგუება გარემო პირობებს. შობადობა 7-8 ბაჭია, ხასიათდება უხვრ- ძიანობით, წონა 5კგ-მდე, ტანის სიგრძე 60-62 სმ-ია. მკერდის გარშემოწერილობა–38სმ. წონა აღწევს 7კგ-ს. ხორცი–60%; ხასიათდება მასიური მაგარი ყურებით, ტანი გრძელი და მომრგვალო, ბეწვი ნაკლებად ხშირი აქვს.
სასაკლაო წონაზე ადის სამი თვის ასაკში და აღწევს 2.8კგს. ხორცის გამოსავალი 60%.
ბებო არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც მუშაობს ბიზნესის დამკვიდრებაზე საქართველოში და შეიმუშავებს პროექტებს შვედეთში, ნორვეგიაში, დიდ ბრიტანეთში, ინდოეთში, ზიმბაბვეში, რუსეთში, ნიგერიაში, სამხრეთ აფრიკაში. ჩვენ გვაქვს ბიზნეს-პროექტები სოფლის მეურნეობაში, საქონლის რეპროდუქციაში, იმპორტში, ექსპორტში, ბიზნეს სტრატეგიაში, მარკეტინგის სტრატეგიაში.
Jan 16, 2020
მებოცვრეობის განვითარების პერსპექტივებიJan 07, 2020
ბოცვრის დაავადებებიDec 20, 2019
ბოცვრის კვებაWe Bring To You - World Class Service, Flexibility, Cost Efficiency, Innovation, Creativity.
We offer to our customers the best spices available in the local market.
ახალი და უნიკალურო მეთოდი მებოცვრეობაში. ჩვენი ბიზნესი შექმნილია სიყვარულით!
საავტორო უფლებები 2021 ბაჭია. ყველ უფლება დაცულია. | შექმნილია ბებოს მოერ