Jan 16, 2020
მებოცვრეობის განვითარების პერსპექტივებივეყანაში მებოცვრეობის მასშტაბური განვითარება XX საუკუნის 60-იანი წლებიდან იწყება, როდესაც პირველად იქნა ჩამოყალიბებული ბებნისის, კუმისის, დედოფლის, თეთრიწყაროს, მარტყოფისა და მარაბდის მებოცვრეობის ფერმები.
მოშენებული იყო რუხი გოლიათის, შინშილასა და თეთრი გოლიათის ჯიშის ბოცვრები. 1989 წელს ბოცვრის სულადობამ შეადგინა 350 ათასი.
თუმცა 1990-იანი წლებიდან სრულად განადგურდა მებოცვრეობის მატერიალურ- ტექნიკური ბაზა. ამაჟამად მებოცვრეობა გავრცელებულია საოჯახო მეურნეობებში.
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ინტენსიურად დაიწყო ამ დარგით ფერმერთა დაინტერესება, ეტაპობრივად იზრდება ხორცის მოთხოვნა სამომხმარებლო ბაზარზე.
დღეისათვის საოჯახო ტიპის ფერმერული მეურნეობა დაახლოებით 1800-მდეა, ხოლო მებოცვრეობის ფერმა _ 10-მდე (2015 წ.). თითოეულ ფერმაში არის არანაკლებ 50-100 დედალი ბოცვერი, 20-მდე მამალი და 200-დან 500-მდე სახორცე მოზარდი.
კურღელი და ბოცვერი
ხშირად ადამიანებს ერთმანეთში ერევათ კურდღელი და ბოცვერი. მიუხედავად მსგავსებისა, ეს ორი ცხოველი მაინც სხვადასხვაა. განსხვავდება მათი ხასიათიც. კურდღელს არ გააჩნია კონკრეტული საცხოვრებელი ტერიტორია, უფრო მომთაბარე ცხოვრებას ეწევა.
ბოცვერი პირიქით _ თხრის სოროს და წლიდან წლამდე ხვეწავს, უმატებს დამატებით სათავსებს, რომ უკეთ მოკალათდეს.
დიდი სხვაობაა მათ გამრავლებაშიც, კურდღლის ბაჭიები გაცილებით დამოუკიდებელი და სიცოცხლისუნარიანები არიან, დაბადებისთანავე დამოუკიდებლად შეუძლიათ კვება. ახალდაბადებული ბოცვერი უფრო უსუსურია და მასზე დედა ბოცვერი ზრუნავს. გარდა ამისა, კურდღლები და ბოცვრები ერთმანეთში არ ჯვარდებიან.
ბებო არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც მუშაობს ბიზნესის დამკვიდრებაზე საქართველოში და შეიმუშავებს პროექტებს შვედეთში, ნორვეგიაში, დიდ ბრიტანეთში, ინდოეთში, ზიმბაბვეში, რუსეთში, ნიგერიაში, სამხრეთ აფრიკაში. ჩვენ გვაქვს ბიზნეს-პროექტები სოფლის მეურნეობაში, საქონლის რეპროდუქციაში, იმპორტში, ექსპორტში, ბიზნეს სტრატეგიაში, მარკეტინგის სტრატეგიაში.
Jan 16, 2020
მებოცვრეობის განვითარების პერსპექტივებიJan 07, 2020
ბოცვრის დაავადებებიDec 20, 2019
ბოცვრის კვებაWe Bring To You - World Class Service, Flexibility, Cost Efficiency, Innovation, Creativity.
We offer to our customers the best spices available in the local market.
ახალი და უნიკალურო მეთოდი მებოცვრეობაში. ჩვენი ბიზნესი შექმნილია სიყვარულით!
საავტორო უფლებები 2021 ბაჭია. ყველ უფლება დაცულია. | შექმნილია ბებოს მოერ